დღევანდელ სასამართლოსთან პირდაპირ კავშირშია ის, რომ ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს ნარჩენების სხდომაზე პირდაპირ დამადანაშაულა, რომ დსთ მე დავუშალე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინის ასეთი პირდაპირი დადანაშაულება მიუთითებს იმაზე, თუ ვისი მითითებით არის საქმე აღძრული.
„დღევანდელ სასამართლოსთან პირდაპირ კავშირშია ის, რომ ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს ნარჩენების სხდომაზე პირდაპირ დამადანაშაულა, რომ დსთ მე დავუშალე. მე ვამაყობ იმით, რომ ამაში ნამდვილად მიმიძღვის წვლილი და ეს პირდაპირ უკავშირდებოდა იმ მოვალეობებს, რომელიც უკავშირდება იმ პერიოდს და რომელსაც თქვენ არჩევთ სისხლის სამართლის ე.წ საქმის განხილვისას.
იცით, რომ ვლადიმერ პუტინი საქართველოს დაუძინებელი მტერია. ის არის საქართველოს ტერიტორიის დამპყრობელი და მისი მხრიდან ჩემი ასეთი პირდაპირი დადანაშაულება, პირდაპირ, კონკრეტულად მიუთითებს თუ ვისი მითითებით არის ეს საქმე აღძრული. მაშინდელი მთავარი პროკურორი, ახლა არის სანქცირებული, როგორც „ეფესბეს“ აგენტი და ყველაფერი გასაგებია თუკი ვინმეს რაიმეს გაგება უნდა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.