„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის წარმომადგენლები სენატორ ჰენდრიკს შეხვდნენ.“ როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, საუბარი შეეხო უკრაინის საკითხს და რეგიონის უსაფრთხოებას. მხარეებმა ასევე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობასა და მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე ისაუბრეს.