საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან ერთად ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მონაწილეობს. თეატრი 1872 წელს დაფუძნდა, თუმცა 1947 წლის შემდეგ აღარ ფუნქციონირებდა, 2004 წელს კი ჰეიდარ ალიევის სახელით ისევ დაიწყო ფუნქციონირება. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს აზერბაიჯანელ კოლეგას მიმართა და უთხრა რომ დღევანდელი დღე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ ერთხელ განამტკიცებს. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში მშვიდობის აუცილებლობაზე.