საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას, ბათუმში, უცხოელი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები გაეცნენ. მათთან ერთად, იუსტიციის სახლს ცესკო-ს თავმჯდომარეც სტუმრობდა. გიორგი კალანდარიშვილმა უცხოელ კოლეგებს დეტალურად გააცნო საინფორმაციო აქციის მიზნები და მეთოდი, რომელსაც ამომრჩევლისთვის ინფორმაციის მიწოდებისთვის იყენებენ.