საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება კვლავ განხილვის მთავარი საკითხია. პოლიტიკოსები და ექპერტები აღნიშნავენ, რომ ქვეყანას რამდენიმე პუნქტი შესასრულებელი აქვს, თუმცა მოლოდი აქვთ, რომ ევროკომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. მათი შეფასებით ახლა რეგიონში დაძაბული ვითარებაა და კანდიდატის სტატუსის მიღება არა პოლიტიკურ ნებაზე არამედ გეოპოლიტიკურ სიტუაციაზეა დამოკიდებული. მათივე განცხადებით კანდიდატის სტატუსის მიღების მიუხედავად საქართველოს დანარჩენი რეკომენდაციების შესრულება მაინც მოუწვეს, თუ ევროკავშირში გაწევრიანება სურს.