პრემიერი საგარეო ვაჭრობის საკითხებში  არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს შეხვდა - Palitra News

პრემიერი საგარეო ვაჭრობის საკითხებში  არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

2023-10-27 09:12:55+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.საუბარი შეეხო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შეთანხმება მტკიცე საფუძველს უყრის ორ ქვეყანას შორის უფრო მყარი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. საუბარი შეეხო ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობას.მხარეებმა საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და პოტენციალი განიხილეს. საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში იმყოფება.