საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში მონტენეგროს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ მინისტრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობათა კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მათი მონაწილეობა კავშირთა გაძლიერების შესაძლებლობაა. საუბარი ასევე შეეხო მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებას.