კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა მიმდინარე წლის სექტემბერში მილიარდ 15 მილიონი ლარით, ანუ 2.3%-ით გაიზარდა -ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მარეგულირებლის ცნობით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, ზრდა 1.99%-ია. სექტემბრის ბოლოსთვის კი, სესხების სრულმა მოცულობამ 49 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 603 მლნ ლარით, ანუ 2.28%-ით გაიზარდა. ხოლო, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი, 2.25%-ით, დაახლოებით 544 მლნ ლარით გაიზარდა. გაზრდილია რეზიდენტების სესხების მოცულობაც. რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის ამ წლის სექტემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8 მლრდ ლარზე მეტი, რაც აგვისტოსთან შედარებით 4.37%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით დაახლოებით 14 მლრდ ლარის, რაც 3.54%-ით მეტი, წინა თვესთან შედარებით. 1.24%-ით, ანუ დაახლოებით 318 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და სექტემბრის ბოლოსათვის 25 მლრდ ლარს გადააჭარბა.
მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.01 პროცენტი შეადგინა.