ზემო მლეთაში, ლომისას წზემო მლეთაში, ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ფაქტობრივი ოკუპაცია ემუქრება. შესაბამის ინფორმაციას და კადრებს "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, დავით ქაცარავა ავრცელებს. ის სოციალურ ქსლეში წერს, რომ რუსეთის მიზანია ლომისას ტაძარი სრულად გადავიდეს ოკუპატების კონტროლქვეშ. მისივე ცნობით, რუსები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და ადგილზე სპეციალური აღჭურვილობაც აქვთ მიტანილი. მომხდარს როგორც ოპოზიციაში, ისე მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. „ქართული ოცნება“ წინა ხელუსუფლების გაუაზრებელ ქმედებებზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ დავით ქაცარავა, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტია. ოპოზიცია კი ამბობს, რომ ის, რაც საოკუპაციო ხაზთან ხდება, მმართველი პარტიის არგაღიზიანების პოლიტიკის შედეგია.მინდა გიორგის სახელობის ტაძარს ფაქტობრივი ოკუპაცია ემუქრება - ინფორმაციას და კადრებს დავით ქაცარავა ავრცელებს.