საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას სენატის სხდომაზე ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშეწმე, ჯეიმს ობრაიენი გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, საქართველო საკუთარ ბაზად გამოიყენოს, ამ პროცესს კი შტატები დიდი ყურადღებით აკვირდება. სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც თბილისშიც იმყოფებოდა, ამბობს, რომ ქართველი ხალხის ნება კარგად ცნობილია, თუმცა სალითხავია, თუ რას ფიქრობს ბიზნესის მცირე ჯგუფი საქართველოში.