ღაზას სექტორში, ჰუმანიტარული მდგომარეობა დღითი-დღე უარესდება. ანკლავში საწვავის დეფიციტია, რომელიც საავადმყოფოებსა და თავშესაფრების ფუნქციონირებასთან ერთად, სასმელი წყლის გადამუშავებისთვისაა საჭირო.ღაზაში მომუშავე გაერო-ს მთავარი სააგენტოს განცხადებით, ისინი იძულებულები იქნებიან რამდენიმე საათში საწვავის ნაკლებობის გამო, ოპერაციები შეაჩერონ, რაც ჰუმანიტარულ კრიზისს კიდევ უფრო ამძაფრებს.