ნისლი , ცნობილი ამერიკელი მწერლის , სტივენ კინგის საშინელებათა ჟანრის მოთხრობაა, რომელიც პირველად 1980 წელს ანთოლოგიაში „ბნელი ძალები“ გამოქვეყნდა. შემდგომში, რედაქტირებული სახით, იგი შევიდა ავტორის კრებულში "ჩონჩხის გუნდი", რომელიც გამოქვეყნდა გამომცემლობის Viking Press-ის მიერ. წიგნში მოქმედებები მეინის შტატის პატარა ქალაქ ბრიჯტონში ვითარდება , რომელსაც ძლიერი ჭექა-ქუხილის შემდეგ თანდათანობით სქელი ნისლი ფარავს. წიგნის მთავარი გმირი და მთხრობელი , მხატვარი დევიდ დრეიტონია, რომელიც თავის მცირეწლოვან შვილთან, ბილისთან და მეზობელ ბრენტ ნორტონთან ერთად, ქალაქში მიემართება სასურსათო პროდუქტების საყიდლად. ჩასვლისთანავე მათ ესმით სახანძრო სირენის ხმა.ამ დროს კი სუპერმარკეტში წიგნის გმირებს ნისლი მოუსწრებს, მდგომარეობას ამძიმებს მიწისძვრა, რომელიც აზიანებს ძირითად კომუნიკაციებს, რის გამოც მაღაზია ელექტროენერგიის გარეშე რჩება. საფრთხის გამო გმირები იძულებულნი არიან დარჩნენ სუპერმარკეტში სხვა ადამიანებთან ერთად , ამასობაში კი ნისლში გაჩნდებიან საშინელი და უჩვეულო არსებები , რომლებიც ირგვლივმყოფებს ერთ მეორის მიყოლებით კლავენ. დევიდს მის შვილთან ერთად მოუწევს იბრძოლოს და თავი დააღწიოს მონსტრებით გარშემორტყმულ სუპერმარკეტს, სადაც სხვა სირთულეებთან ერთად რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილი ადამიანებიც აღმოჩნდებიან.
____________________________________________________________________________________
სტივენ კინგი პორტლენდში, მეინის შტატში, 1947 წლის 21 სექტემბერს დონალდ ედვინ კინგისა და ნელი რუთ პილსბურის ოჯახში დაიბადა. მწერლის კარიერა 1959 წელს დაიწყო, როდესაც უფროს ძმასთან ერთად , ადგილობრივი, საქალაქო გაზეთის გამოცემა დაიწყო. 1960 წელს მან 18 მოთხრობისგან შემდგარი კრებული გამოუშვა სახელწოდებით „ხალხი, ადგილები და რამეები—ტომ!“ .ერთი წლის თავზე გამოიცა წიგნის მეორე ნაწილი „ვარსკვლავური დამპყრობნი“.
მწერალს გაყიდული აქვს მისი წიგნების 350 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი და კარგად ცნობილია საშინელებათა ლიტერატურის ჟანრში, რომელშიც ჟანრის ისტორიის საფუძვლიანი ცოდნით გამოირჩევა. მას ასევე დაწერილი აქვს არაერთი სასცენო ტექსტი როგორც ფანტასტიკის, ასევე არაფანტასტიკურ ჟანრში.კინგი ასევე ავტორია ტელესცენარებისა, მათ შორის, კომიკურ ჟანრში.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2014 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.