გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთმა და ჩინეთმა ისრაელისა და ჰამასის კონფლიქტთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ მომზადებულ რეზოლუციას ვეტო დაადეს. ოფიციალური პეკინისა და მოსკოვის განცხადებით, მათ ეს გადაწყვეტილება იმიტომ გააკეთეს, რომ აღნიშნული რეზოლუცია არ მოითხოვდა ცეცხლის შეწყვეტას, რაც, მათი აზრით, მწვანე შუქს აუნთებს ვითარების შემდგომ ესკალაციას. აშშ-ის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც. ამ ქვეყნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნებისმიერი რეზოლუციის პრიორიტეტი უნდა იყოს პალესტინისა და ისრაელელის მოქალაქეთა სიცოცხლის თანაბრად დაფასება. დამტკიცებისთვის საჭირო ხმების მინიმალური რაოდენობა რუსეთის მიერ შემუშავებულმა ტექსტმაც ვერ მოიპოვა, რომელიც ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვდა.