საბერძნეთში, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ათენის ქართული დიასპორული ორგანიზაციების მონაწილეობით, “ათენში საქართველოს დღეების” დასკვნითი ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე სტუმრებს საბერძნეთში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, კონსულმა და დიასპორის დეპარტამენტის დირექტორმა მიმართეს. ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ათენის დიასპორული ქორეოგრაფიული ანსამბლების და ვოკალური ჯგუფების საკონცერტო პროგრამა, ასევე ნაწყვეტები თეატრალური პიესებიდან. როგორც ქართველმა, ისე ბერძენმა და უცხოელმა სტუმრებმა ქართველი მხატვრების ნამუშევრები დაათვალიერეს, ქართული სამზარეულოს კერძები და ქართული ღვინოც დააგემოვნეს.