დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში საქართველოში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდა. ალი ასადოვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურის მინისტრი და ქვეყნების ელჩები დახდვნენ. თბილისში მონტენეგროს პრემიერ-მინისტრიც იმყოფება. ფორუმში მონაწილეობას სამოცზე მეტი ქვეყნის 200-ზე მეტი დელეგატი მიიღებს. აღნიშნულ ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილმაც ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს პოტენციალი საერთაშორისო დონეზე გამოჩნდეს.