პრემიერის განცხადებით, ქვეყნის შიდა და გარე მტრების მცდელობის მიუხედავად, კანდიდატის სტატუსის მინიჭება "ქართული ოცნების" დამსახურება იქნება - Palitra News

პრემიერის განცხადებით, ქვეყნის შიდა და გარე მტრების მცდელობის მიუხედავად, კანდიდატის სტატუსის მინიჭება "ქართული ოცნების" დამსახურება იქნება

2023-10-26 09:20:34+04:00

საქართველოს მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ 8 ნოემბერს ევროკომისიის გადაწყვეტილება დადებითი იქნება და საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის შიდა და გარე მტრების მცდელობის მიუხედავად, კანდიდატის სტატუსის მინიჭება „ქართული ოცნების“ დამსახურება იქნება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ის ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ „გლობალური კარიბჭის ფორუმში" მონაწილეობდა. პრემიერმა სალომე ზურაბიშვილზეც ისაუბრა და თქვა, რომ პრეზიდენტის კოორდინაცია და ოპოზიციასთან შეთანხმებული მოქმედებები ადასტურებს მის სურვილს, რომ დარჩეს პოლიტიკაში.