საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 10%-ზე ტოვებს. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია 2023 წლის ბოლომდე მიზნობრივ 3 პროცენტზე დაბალ დონეზე შენარჩუნდება, ხოლო 2024 წელს მის ირგვლივ დასტაბილურდება. ეროვნული ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებაზე კონცენტრირებული რჩება და მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს.