პარტნიორობის ფარგლებში იტალიურ ენას დღეს სკოლებში 7000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს - Palitra News

პარტნიორობის ფარგლებში იტალიურ ენას დღეს სკოლებში 7000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს

2023-10-25 13:01:36+04:00

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა იტალიური ენის 23-ე მსოფლიო კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, მან საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ორგანიზატორებს იტალიური ენის მსოფლიო კვირეულის წარმატებით ჩატარება მიულოცა და საქართველოსა და იტალიას შორის განათლების სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა. ღონისძიებას საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვოც ესწრებოდა.