ისრაელის საგარეო უწყება გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს გადადგომისკენ მოუწოდებს. უწყების განცხადებით, გაერო-ს ხელმძღვანელის სიტყვით გამოსვლა „ჰამასის“ ტერორისტების სისასტიკესთან დაკავშირებით ცარიელი სიტყვების მხოლოდ ერთ წუთს მოიცავდა და ტერორიზმს ამართლებდა. მისივე თქმით, გუტერეში მსხვერპლს ანუ ისრაელს, იმ სისასტიკის გამო ადანაშაულებს, რომლის მსგავსიც ქვეყანას ჰოლოკოსტის შემდეგ არ უნახავს. გუტერეშს გადადგომისკენ მოუწოდა გაეროში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმაც. რას ამბობენ ისრაელის ოფიციალური პირები და როგორ ეხმაურებიან მიმდინარე პროცესებს საერთაშორისო პარტნიორები.