არაბეთის გაერთიანული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა ვაჟა მარგველაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
მარგელაშვილმა ფინალამდე დიდი გზა გაიარა, მან პირველ ეტაპზე ფრანგ ვენდ-იამ ბუდას ორი ვაზარით აჯობა, მსგავსი შედეგი დააფიქსირა თურქ მოწინააღმდეგესთან. ¼ ფინალში ვაჟამ ყაზახ მეტოქეს შიდოებით აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელი რუსლან პაშაევი ორი ულამაზესი გდებით დაამარცდა. ფინალი სხვა შეხვედრების მსგავსად სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა, მარგველაშვილის მეტოქე უზბეკი მუხრიდინ ტოლოვოვი იყო, რომელიც საბოლოოდ გოლდენ სქორში ვაზარზე დააგდო და ოქროს მედალს დაეუფლა. მას ასევე შეემატა სარეიტინგო 1000 ქულა. გრანდ სლემის პირველ დღეს ასევე იასპარეზა ლუხუმ ჩხვიმიანმა და ალეკო კასრაძემ ორივე ძიუდოისტი პირველივე რაუნდში დამარცხდნენ.
25 ოქტომბერს საქართველოს სახელს აბუ დაბის გრანდსლემზე სამი ქართველი ძიუდოისტი დაიცავს. 73 კილოგრამში იასპარეზებს კოტე კაპანაძე და გიორგი ახალაური. კაპანაძე პირველ რაუნდში ბრაზილიელ ჟულიო სესარ კოდას შეხვდება, ხოლო ახალაძე გვინიეა-ბისაუელ დიოგო სესარს დაუპირისპირდება. 81 კილოგრამში გამოვა დიმიტრი გოჩოლაძე, ის შეჯიბრებაში მეორე რაუნდიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ყირგიზი ასად მასაბიროვსა და ფინელი ოსკარ მაკინენსის გამარჯვებული იქნება.