პარლამენტთან, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა - Palitra News

პარლამენტთან, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

2023-10-25 09:22:38+04:00

პარლამენტთან, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები ხელისუფლებას ყველა სამართლებრივი გზის გამოყენებისკენ მოუწოდებენ. მარიონეტული რეჟიმის ყოფილი პატიმარი, ექიმი - ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებულ ადამიანებს მიმართავს და ამბობს, რომ ირაკლი ბებუას ოკუპანტი სახელმწიფოსაგან დახსნაში მათ აქტიურობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.