საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებთან და სამოქალაქო სექტორთან გამართულმა კონსულტაციებმა, ხელისუფლების ოპონენტებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი ამტკიცებს, რომ პრობლემების მოგვარებას, საუბრისა და კონსულტაციების ნაცვლად, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება, რაც “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში შეუძლებელია. ხელისუფლების ოპონენტთა მეორე ნაწილი კი პრეზიდენტის პროევროპულად განწყობილ პოლიტიკოსებთან და მესამე სექტორთან საუბრის სურვილს, ზურაბიშვილის დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულების გაგრძელებად მიიჩნევს.