შშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს ჰპირდება, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, გლობალურ კონფლიქტებს დაასრულებს. ექსპრეზიდენტმა ნიუ-ჰემფშირში წინასაარჩევნო ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკა. მისი თქმით, თეთრი სახლის ლიდერის სისუსტემ მსოფლიო კატასტროფულ გლობალურ კონფლიქტამდე მიიყვანა. ტრამპი ისრაელს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ამასთან ერთად, შეერთებული შტატების მხრიდან ირანისთვის მკაცრი სანქციების დაწესების მომხრეა. ტრამპის თქმით, ირანი ამჟამად მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ თეთრ სახლში მისი დაბრუნებისთანავე თეირანის მიმართ ისტორიაში ყველაზე მკაცრი სანქციები დაწესდება.