საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმპიჩმენტის პროცესის შემდეგ პირველი შეხვედრა გამართა ქალ ოპოზიციონერ დეპუტატებთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს რომ მთავარი განსახილველი საკითხი ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება და კანდიდატის სტატუსის მიღება იყო. მეტიც ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ რომ დამატებით დეტალებს საზოგადოებას პრეზიდენტი თავად გააცნობს. კიდევ რა საკითხებზე ისაუბრეს შეხვედრაზე დეპუტატებმა და პრეზიდენტმა და რა პოზიცია აქვს მმართველ გუნდს თემის დეტალებს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.