სოლიდარობა ირაკლი ბებუას! - ამ სახელწოდებით აქცია თბილისში, ზუგდიდსა და ბათუმში იმართება. ოკუპირებული სოხუმის მიერ დაკავებული ბებუას მხარდამჭერები პარლამენტთან არიან შეკრებილები. მოქალაქეები ხელისუფლებისგან ბებუას დროულად გათავისუფლების საკითხის, უფრო მეტად გააქტიურებას ითხოვენ. რა ხდება აქციაზე სალომე ჯაფარიძე გვეტყვის.