სერგეი ლავროვი - საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ყველა მოქმედება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს - ეს იმის დაჯერების შესაძლებლობას იძლევა, რომ უახლოეს მომავალში „3+3“ ფორმატი სრულფასოვნად შედგება - Palitra News

სერგეი ლავროვი - საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ყველა მოქმედება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს - ეს იმის დაჯერების შესაძლებლობას იძლევა, რომ უახლოეს მომავალში „3+3“ ფორმატი სრულფასოვნად შედგება

2023-10-24 19:54:33+04:00

ოფიციალურ მოსკოვს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ქმედებები აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ უახლოეს მომავალში „3+3“ ფორმატი სრულფასოვნად შედგება და საქართველო გაწევრიანების გადაწყვეტილებას მიიღებს. განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დღეს გააკეთა. კრემლის ამ პოზიციას შეფასებები მოჰყვა თბილისში. ოპოზიცია ლავროვის განცხადებას, “ქართული ოცნების” პრორუსული პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევს. ისინი ამტკიცებენ, რომ მმართველი პარტია არა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, არამედ კრემლის სტრატეგიულ მიზანს ემსახურება. მათივე განმარტებით, მოსკოვისა და “ქართული ოცნების” საერთო ამოცანა ჩვენი ქვეყნის თავისუფალი სამყაროსაგან სრული იზოლირებაა, რასაც სწორედ ლავროვის განცხადება ადასტურებს.