საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ფორუმში - "გლობალური კარიბჭის ფორუმი 2023". აღნიშნული ფორუმის მიზანია უსაფრთხო კავშირების გაუმჯობესება ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში, ასევე − ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის სისტემების გაძლიერება. რას გულისხმობს ეს ფორუმი და როგორი აფასებენ მთავრობის მეთაურის აღნიშნულ ვიზიტს.