ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი ხუთშაბათს ვაშინგტონში ჩავა. BBC-ის ინფორმაციით, ვანგ ი აშშ-ში კვირამდე დარჩება და ამერიკელ კოლეგას, ენტონი ბლინკენს, ასევე უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდება. სავარაუდოდ, შეხვედრების დროს ამერიკული მხარე უბიძგებს ჩინეთს, რომ უფრო მეტად კონსტრუქციული მიდგომა გამოიჩინოს ისრაელსა და უკრაინაში არსებული ვითარების მიმართ. ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა ჩინელი დიპლომატი ჯო ბაიდენს.