ჩემპიონთა ლიგა 3-კვირიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. ნაპოლი მე-3 ტურში ბერლინში, უნიონს დაუპირისპირდება და ეს ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია.
ორი ტურის შემდეგ ნაპოლის 3 ქულა აქვს, უნიონს - 0. საქმეშია ბრაგაც (3 ქულა), ხოლო მადრიდის რეალს კი ალბათ ამ ჯგუფიდან გასვლა არ გაუჭირდება. შესაბამისად, გერმანიაში გასამართ მატჩს ამიტომაც, უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. ნაპოლის ვიქტორ ოსიმენი, ჟუან ჟეზუში და ზამბო ანგისა ჰყავს დაშავებული, ელიფ ელმასის საკითხი ჯერაც გასარკვევია. უნიონშიც არიან დაშავებული ფეხბურთელები, ესენი არიან ანდრას შაფერი, ლორენს დელი, იოსიპ იურანოვიჩი, ჟერომ რუსილიონი და ალეკსანდერ შვოლოვი.
ჩემპიონთა ლიგის ამ ტურში ხვიჩას გარდა ქართველებიც სხვა შეხვედრებშიც ითამაშებენ. დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენი ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდება. ხანგრძლივი ტრავმიანობის შემდეგ კოპენჰაგელთა სამატჩო განაცხადში ქართველი მცველიც მოხვდა. გარდა ამისა, ხვალ ხვალ ირაკლი აზაროვის და გიორგი გოჩოლეიშვილის შახტარი ბარსელონას კამპ ნოუზე ესტუმრება.