საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თელ-ავივში ჩავიდა, რათა ისრაელის მიმართ თავისი ქვეყნის სრული სოლიდარობა გამოხატოს, - ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობაზე იმ ფონზე, როდესაც ისრაელი ანკლავს ინტენსიურად ბომბავს და სახმელეთო შეჭრისთვის ემზადება.
ცნობისათვის, ემანუელ მაკრონი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.