ჩრდილო-აღმოსავლეთ ბანგლადეშში სარკინიგზო ავარია მოხდა - Palitra News

ჩრდილო-აღმოსავლეთ ბანგლადეშში სარკინიგზო ავარია მოხდა

2023-10-24 09:34:17+04:00

ჩრდილო-აღმოსავლეთ ბანგლადეშში სარკინიგზო ავარია მოხდა. მედიის ინფორმაციით, ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ. შემთხვევას სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. შემთხვევის ადგილას სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.