აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნებში 3000-მდე სამხედრო მონაწილეობს. უწყების განცხადებით, წვრთნები აზერბაიჯანის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ბაქოში, ნახიჩევანსა და აზერბაიჯანის მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე იმართება. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ერთობლივი ტაქტიკური წვრთნა თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს ეძღვნება.