მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება, რომელიც ზურაბიშვილმა შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს დაადო. თავად სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ ვეტოს სწორედ იმით განმარტავს რომ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. აღნიშნული პროცესის პარალელურად კი ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი პრეზიდენტისგან მორიგ ვეტოს ითხოვს ახლა უკვე მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე. თავისმხრივ მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი ზურაბიშვილის მხრიდან კანონპროექტებზე დადებულ ვეტოებს აბსურდულს უწოდებენ. რა განცხადებები კეთდება აღნიშნულ საკითხებზე დეპუტატების მხრიდან მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.