თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა - Palitra News

თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

2023-10-23 17:42:58+04:00

თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, სახლში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ამ დროისთვის უცნობია, აფეთქების დროს იმყოფებოდა თუ არ ვინმე საცხოვრებელ სახლში.

„ინტერპრესნიუსი“ დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.