ღაზას სექტორში, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, 7 ოქტომბრის შემდეგ 5 087 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი მტკიცებით, ისრაელის თავდასხმებს მხოლოდ გასული დღის განმავლობაში 436 ადამიანი ემსხვერპლა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 2 055 ბავშვი და 1 119 ქალია. ამასთან, დაშავებულია 15 200-ზე მეტი ადამიანი.
შეგახსენებთ, ღაზას სექტორში ჯანდაცვის სამინისტროს, ისევე როგორც სხვა სამთავრობო უწყებებს, „ჰამასი“ აკონტროლებს.