ღაზის სექტორში ეგვიპტიდან, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატრანსპორტო საშუალებების მესამე კოლონა შევიდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ პალესტინის ანკლავში დახმარების შეტანას მიესალმებიან, თუმცა ის არასაკმარისია 2 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქისთვის, რომლებიც მუდმივი საჰაერო დაბომბვის ფონზე უწყლოდ და საკვების გარეშე დარჩენის სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან.