ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია - როგორ მივცეთ ხმა საარჩევნო ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გრძელდება. ცესკოს განცხადებით,საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად ემზადება 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. ცესკო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, - გამოიყენონ შესაძლებლობა და მიიღონ მონაწილეობა ხალხმრავალ ადგილებში, მათ შორის მეტროებში, იუსტიციის სახლებსა და შსს მომსახურების სააგენტოებში გამართულ იმიტირებულ კენჭისყრაში, გაეცნონ საარჩევნო სიახლეებსა და პროცედურებს.