თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში აშშ-ის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ის 30-წლიან სტრატეგიულ პარტნიორობას. ყურადღება გამახვილდა ქართველი და ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ბრძოლის გამოცდილებაზე საერთაშორისო ოპერაციებში. მხარეებმა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივის შესრულების პროცესზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ამერიკა-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებსაც.