დავით მათიკაშვილი - არა თუ კარვის დადგმა, გერმანიის ბუნდესტაგს ვერც კი მიუახლოვდებით, ინგლისის პარლამენტთან გარკვეულ რადიუსზე მისვლისას კი, პოლიციამ შეიძლება უმკაცრესი ზომები გამოიყენოს - ჩვენ მიერ მიღებული კანონპროექტი დემოკრატიულია - Palitra News

დავით მათიკაშვილი - არა თუ კარვის დადგმა, გერმანიის ბუნდესტაგს ვერც კი მიუახლოვდებით, ინგლისის პარლამენტთან გარკვეულ რადიუსზე მისვლისას კი, პოლიციამ შეიძლება უმკაცრესი ზომები გამოიყენოს - ჩვენ მიერ მიღებული კანონპროექტი დემოკრატიულია

2023-10-23 15:44:01+04:00

მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება, რომელიც ზურაბიშვილმა შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს დაადო. თავად სალომე ზურაბიშვილი ვეტოს იმით განმარტავს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. ამის პარალელურად ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი პრეზიდენტისგან მორიგ ვეტოს ითხოვს ახლა უკვე მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე. თავისმხრივ მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი ზირაბიშვილის მხრიდან კანონპროექტებზე დადებულ ვეტოებს აბსურდულს უწოდებენ. რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი საკანონმდებლო ორგანოდან გაგვაცნობს.