პარტია "ლელოს" ცენტრალურ ოფისში, პარტიის წევრი, ლევან სამუშია შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. როგორც ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, „ლელო“ აღნიშნული საქმის მასალების დაუყოვნებლივ გასაჯაროებას მოითხოვს. გარდა ამისა, პარტიაში ამბობენ, რომ საზოგადოებას უნდა ეცნობოს თუ რა გააკეთა გამოძიებამ.