British international school-ის შენობაში, ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს რიგირთ მე- 7 ტური გაიმართა. შეჯიბრებაში მონაწილეობდა 200-მდე, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სპორტსმენი. მათ შორის 30-მდე გოგონა. შეჯიბრი ორ მიმართულებაში- კიმანოთი (GI) და კიმანოს გარეშე (NO GI) ჩატარდა. პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა 46-მა მონაწილემ, მეორე საპრიზო ადგილიც 46-მა სპორტსმენმა, ხოლო მესამე ადგილზე 43 მონაწილე გავიდა. თითოეული მათგანი მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდა. საქართველოს ჯიუ-ჯიცუს ტური 2022 წელს, ნიკა მურადაშვილმა და გიორგი ობოლაძემ დაფუძნეს და მათი მიზანია, ჩვენს ქვეყანაში, სპორტის ეს სახეობა უფრო მეტად განვითარდეს, გახდეს პოპულარული, გავიდეს საერთაშორისო დონეზეც და უახლოეს პერიოდში, საქართველო ჯიუ ჯიცუს ტურნირების ერთ-ერთ მსოფლიო ჰაბად გადაიქცეს.