ისრაელის სამხედროებმა წუხელ “ჰამასის” ობიექტებზე ათობით საჰაერო დარტყმა განახორციელეს, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით წუხელ ლიბანის ტერიტორიაზე „ჰეზბოლას“ ორი უჯრედი გაანადგურეს. ერთი მატატის მიმდებარედ მდებარეობდა, საიდანაც ისრაელის მიმართულებით ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვება იგეგმებოდა, ხოლო მეორე ჰარ-დოვში, საიდანაც ასევე იგეგმებოდა რაკეტების ისრაელისკენ გასროლა.