უკრაინაზე რუსეთის თავდასხმები გრძელდება. გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში, ფრონტის ხაზზე 90 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უწყების ინფორმაციით, ოკუპანტებმა 10 სარაკეტო და 63 საჰაერო იერიში წამოიწყეს, ხოლო ზალპური სისტემებიდან 58-ჯერ გაისროლეს. აღნიშნულის შედეგად, დაღუპული და დაჭრილია მშვიდობიანი მოსახლეობა. ოკუპანტებმა “შაჰედის“ ტიპის დრონებიც გამოიყენეს, თუმცა მათი დიდი ნაწილი უკრაინულმა თავდაცვამ გაანადგურა. გენშტაბის ცნობით, დიდია მტრის დანაკარგებიც უკრაინული თავდაცვა რუსების იარაღისა და ცოცხალი ძალის განლაგების სტრატეგიულ უბნებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.