ბერლინში, დემონსტრაციებზე დაწესებული შეზღუდვის გამო, პალესტინის მხარდასაჭერ აქციაზე პოლიციამ 100-მდე პირი დააკავა. მედიის ინფორმაციით, შეზღუდვის მიუხედავად, დემონსტრაციაზე ბერლინის ცენტრალურ, პოტსდამის მოედანზე 300-მდე ადამიანი შეიკრიბა. აქციის სახელწოდება „მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში“ იყო. მთავრობის განცხადებით, დემონსტრაციების შეზღუდვა საზოგადოებრივი არეულობის შესაჩერებლად და ანტისემიტიზმის თავიდან ასაცილებლად დაწესდა.