კომუნიკაციების კომისიამ, სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ სტუდენტების ინფორმირების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე “მედია გარემო და მედიის რეგულირება”, რომელსაც კომუნიკაციების კომისიის წევრი, ივანე მახარაძე უძღვებოდა. შეხვედრის განმავლობაში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორია ქვეყნის მედიაპოლიტიკა, რა არის საჭირო ტელე და რადიო მაუწყებლობის დასაწყებად და რას არეგულირებს ქართული კანონმდებლობა, გარდა ამისა, განიხილეს თუ რა გამოწვევების წინაშეა ქართული მედია და რა როლი აქვს კომუნიკაციების კომისიას მედიის განვითარებაში.