საქართველო თეირანში „სამს + სამი“ ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობა არასდროს მიუღია. ცნობისთვის, 23 ოქტომბერს, ორშაბათს აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანში, თეირანში „3+3 ფორმატში“ შეხვედრას გამართავენ. აღნიშნულ ფორმატში შეხვედრა პირველად 2021 წელს გაიმართა და საქართველო არც მაშინ დასწრებია.