ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო - Palitra News

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო

2023-10-23 09:21:33+04:00

ბათუმში, ე.წოდებულ „ოცნების ქალაქში“ გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ერთი ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა, ორი კი ტერიტორიიდან განარიდეს. აღნიშნული პირები ბათუმი ხელვაჩაურის დამაკავშიდებელი ცენტრალური გზის გადაკეტვას ცდილობდნენ. ამასთან, აქციის მონაწილეებთან აჭარის მთავრობის წარმომადგენელიც მივიდა. მოსახლეობის თქმით, მთავრობის წარმომადგენელი მათ დაჰპირდა, რომ ათი დღის განმავლობაში მათ მოთხოვნას შეისწავლიან. ცნობისთვის, ბათუმში, ე.წოდებულ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ რამდენიმე წუთით ფრიდონ ხალვაშის ქუჩა გადაკეტეს. მოქალაქეები მთავრობას მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ ე.წოდებული „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებს ხელშეკრულება გაუფორმდეთ, რომლის თანახმადაც ისინი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდებიან.