უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თავდაცვის ძალები ყოველდღე მინიმუმ 500 მეტრით უნდა წავიდნენ წინ.
„მთავარია ფრონტი, ჩვენი თავდაცვა, ჩვენი მოქმედებები, ჩვენი შედეგები, თითოეული მათგანის დახმარება, ვინც ახლა ბრძოლაშია, საბრძოლო პუნქტებზე, პოზიციებზე. უკრაინას ყოველდღე სჭირდება შედეგი - გაუძლოს რუსეთის თავდასხმებს, გაანადგუროს ოკუპანტები და წინ წაიწიოს თუნდ კილომეტრით, თუნდ 500 მეტრით, მაგრამ ყოველდღე წინ უკრაინის პოზიციების გასაუმჯობესებლად, რათა ზეწოლა მოხდეს ოკუპანტებზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ეს აძლიერებს სახელმწიფოს და მთელ მსოფლიოს აძლევს მოტივაციას, რომ უკრაინას დაეხმაროს. „და ეს ადასტურებს, რომ რუსული ტერორი არ იმუშავებს“.
ამასთან, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსები ვერაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დაარღვიონ უკრაინელების ნება დაიცვან თავიანთი სახელმწიფო და დამოუკიდებლობა, ხალხის მზადყოფნა იმუშაონ თავიანთი სახელმწიფოსთვის, მზადყოფნა იბრძოლონ, ისე, რომ მოსკოვს არასოდეს ჰქონდეს რეალური მიზეზი იმედოვნებდეს, რომ უკრაინა ოდესმე დაიშლება.