რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 23 ოქტომბერს, ირანს ეწვევა, - ინფორმაციას საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა. მისი თქმით, ლავროვი თეირანში მოლაპარაკებებს გამართავს, რომელიც ორშაბათისთვის არის დაგეგმილი. ცნობისათვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს თეირანში „3+3 ფორმატში“ შეხვედრას გამართავენ.