ხარკოვზე განხორციელებულ რუსულ სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ოკუპანტებმა სამოქალაქო ობიქტი დაბომბეს. ზელენკის თქმით, საჭიროა კიდევ უფრო განმტკიცდეს მსოფლიოს ერთიანობა ტერორთან ბრძოლაში.ხარკოვის სამხედრო გარნიზონის მეთაურის, სერგეი მელნიკის თქმით, დარტყმა განხორციელდა მეზობელი ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიიდან S-300 რაკეტებით. თავდასხმის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.